სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას იმის შესახებ თუ რა სექტორში დასაქმებული პირები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 16 სექტორიდან, 10 სექტორში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 8.3 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 11.9 საათს შეადგენს, რითაც ის სექტორებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებს განათლების სექტორში მუშაობენ, სადაც საშუალო სამუშაო კვირა 31.2 საათია, რაც დღეში 6.2 საათის ტოლია.
რომელ სექტორში რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ კვირაში:
- სასტუმროები და რესტორნები - 51.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 11.9 საათი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 49.4 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 9.4 საათი;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 48.3 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.3 საათი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 48.3 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.3 საათი;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 47 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 7 საათი;
- მშენებლობა - 45.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.6 საათი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 44.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.6 საათი;
- მრეწველობა - 44.5 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.5 საათი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 43.2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3.2 საათი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 42.8 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.8 საათი.
ამ სექტორებში დასაქმებულებს ძირითადად არ უწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა:
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 39.6 საათი კვირაში;
- სხვა სახის მომსახურება 38 საათი კვირაში;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება 37.8 საათი კვირაში;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 37 საათი კვირაში;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 32.9 საათი კვირაში;
- განათლება 31.2 საათი კვირაში.
საქართველოში სულ 1.32 მილიონი არის დასაქმებული, მათგან 871 ათასი ადამიანი დაქირავებით დასაქმებულია, 412 ათასი კი თვითდასაქმებული.