მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის რომელი დარგები იზრდება ყველაზე სწრაფად და რომელ სექტორებშია კლება|რეიტინგი

საქართველო

საქსტატმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტალის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მშპ მიმდინარე ფასებში 24.8 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა კი 9% იყო.

ეკონომიკის სექტორებიდან ზრდით კვლავ პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს. სექტორის ზრდამ 36% შეადგინა, ხოლო თანხობრივად სექტორის ზომამ 2.25 მილიარდი ლარი შეადგინა, რითაც საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის, ანუ ლოგისტიკის სექტორი, სადაც მატება 18%-ს შეადგენს, ხოლო სექტორის ზომამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორია 17.4%-ის ზრდით, ხოლო სექტორის ზომამ კი 214 მილიონი ლარი შეადგინა.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სექტორები ზრდის ტემპის მიხედვით ასე ნაწილდება:

სექტორი სექტორის მოცულობა მიმდინარე ფასებში სექტორის ზრდა
ინფორმაცია და კომუნიკაცია 2255 მილიონი ლარი; 36.0%
ტრანსპორტი და დასაწყობება 1333 მილიონი ლარი; 18.0%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 214 მილიონი ლარი; 17.4%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 951 მილიონი ლარი; 14.5%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 978 მილიონი ლარი; 12.6%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 744 მილიონი ლარი; 12.4%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 1287 მილიონი ლარი; მილიონი ლარი; 11.7%
სამთომოპოვებითი მრეწველობა 284 მილიონი ლარი; 10.4%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 543 მილიონი ლარი; 9.4%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 1566 მილიონი ლარი; 7.4%
შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 29 მილიონი ლარი; 6.9%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 247 მილიონი ლარი; 6.6%
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 525 მილიონი ლარი; 6.5%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი 2869 მილიონი ლარი; 5.5%
სხვა სახის მომსახურება 162 მილიონი ლარი; 3.5%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 2184 მილიონი ლარი; 3.1%
განათლება 1422 მილიონი ლარი; 0.7%
დამმუშავებელი მრეწველობა 1790 მილიონი ლარი; 0.3%
მშენებლობა 1387 მილიონი ლარი; -2.0%
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 978 მილიონი ლარი. -3.3%

შესაბამისად, საქსტატის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ორ სექტორში - მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში 2026 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად 2% და 3.3%-ის კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები