მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო, "აწარმოე საქართველოში" ჩვენთვის დახურულია - ირინა თხელიძე

ეკონომიკის სამინისტრო
გიგა ბენია
22.07.24 21:45
4430
სტატიაში საუბარია:

"ვიცი, რომ თქვენთვის ბევრი სახელმწიფო უწყება დახურულია, ჩვენც გვიჭირს ინფორმაციებთან ხელმისაწვდომობა", - ამის შესახებ აგროტურიზმის რეგიონალური ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა თხელიძემ განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, "აწარმოე საქართველოში" ასოციაციების ნაწილს ღონისძიებებზეც კი არ ეპატიჟება.

"თამამად შემიძლია ეკონომიკის სამინისტროს, "აწარმოე საქართველოში" მიმართულებით ვილაპარაკო, რადგან ყველაზე დიდი შეხება ამ უწყებასთან გვქონდა. ძალიან გვიჭირს ინფორმაციის მიღება. წინა პერიოდში სამუშაო შეხვედრებში ხშირად დარგობრივი ასოციაციები, მსხვილი ასოციაციები მოწვეულები იყვნენ ხოლმე, მინიმუმ ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა ერთმანეთში. ჩვენს რჩევებს და მოსაზრებებს რამდენად ითვალისწინებდნენ ეს მეორე საკითხია, მაგრამ გარკვეული პროგრამების შესახებ რეგიონებში მოღვაწე ასოციაციებს მინიმუმ ინფორმაციას მაინც გვაწვდიდნენ. ახლა დადგენილებით, საკანონმდებლო მაცნეთი ვიგებთ [სიახლეებს]. საჯარო უწყებები ჩვენთვის დაიხურა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მიზანმიმართულად კონკრეტულ ასოციაციაზე ვრცელდება, უბრალოდ ეს მათი პოლიტიკა გახდა, მუშაობის ასეთის სტილი აქვთ. მოსახლეობასთან სხვა ტიპის მუშაობაა საჭირო, როცა ფაქიზ თემაზე ვსაუბრობთ, რომ თანხები [იგულისხმება სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის, სესხები, გრანტები] ხელმისაწვდომი ბანკის გავლით უნდა იყოს", - განაცხადა ირინა კვახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები