მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 262,500 ლარის პირგასამტეხლო დააკისრა

ხიდაშელი

ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალის საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობის გამო 262,500 ლარის პირგასამტეხლო დააკისრა - ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალა ჩამოერთვა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა ხიდაშელმა აღნიშნული პირობა არ შეასრულა.

კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლამდე გადავადება მოსთხოვა, მიზეზად პანდემია დასახელდა. თუმცა, არც გადავადების შემდეგ არ მომხდარა საპრივატიზებო პირობების შესრულება.

20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა.

კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.

ხიდაშელი ამ დრომდე ფლობს სახელმწიფოსგან შეძენილ 2 ქონებას "რიყის დოქებს", რომელიც ხიდაშელმა 2022 წლის მარტში 10 მილიონ ლარად შეიძინა, აღნიშნულ ობიექტზე ხიდაშელს 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არც აღნიშნული პროექტის განვითარება მომხდარა.

ამ ინვესტიციის განხორციელების ვადა ხიდაშელს 2025 წლის 12 მაისს ეწურება, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურების განხორციელებას დაიწყებს, რაც ქონების ჩამორთმევას და პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები