მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრომ "ხუდონჰესზე" ხელშეკრულების მოშლისთვის იურისტები დაიქირავა

BM.GE
25.05.20 14:12
1235
შეწყდება თუ არა “ხუდონის” ელექროსადგურზე ხელშეკრულება? 118,000 ეროდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი დაიქირავა, რომელიც კომპანია Trans Electrica-სთან არსებული ხელშეკრულების პოტენციური მოშლის პირობებს მოამზადებს. შეთანხმების მოშლის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებას Trans Electrica ოფიციალურად ჩამოსცილდება. “ბი-ემ-ჯი” ეკონომიკის სამინისტროს და კომპანია Trans Electrica-აც დაუკავშირდა, ანუ ორივე მხარე, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განმარტებები არ მიგვიღია. "ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს, შესაბამისად რა ელის პროექტს?

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - განახლებადი ენერგიების ასოციაციის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები