მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს ნაცვლად „ბაზისბანკის“ ოფისის განთავსება იგეგმება

ეკონომიკის სამინისტროს შენობა

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში „ჰუალინგ ბუტიკ სასტუმროს“ ნაცვლად, შესაძლოა, „ბაზისბანკის“ ოფისი განთავსდეს.

პროექტი კორექტირებულია და წინა პროექტისგან განსხვავებით სასტუმროს ნაცვლად საოფისე შენობის, კერძოდ კი, ადგილზე ბანკის ფუნქციონირებას გულისხმობს.

შეთანხმების მოლოდინში მყოფი ახალი პროექტის მიხედვით, 16-სართულიანი შენობის სამშენებლო სამუშაოები 23 თვეში დასრულდება. განმარტებით ბარათში, დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

"მოხდება გარე და შიდა კარ-ფანჯრების მონტაჟი, მოეწყობა შიდა ტიხრები, მოხდება სახანძრო და სხვა სისტემების მონტაჟი, მოხდება ფასადის მოპირკეთება მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და დასუფთავება“.

ჰუალინგმა ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა, კერძოდ 4 210 კვ. მეტრი ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები აუქციონის გზით $9.4 მილიონად იყიდა. საინვესტიციო ვალდებულების სახით ინვესტორმა ადგილზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა განთავსებულიყო. მშენებლობის ვალდებულება კომპანიას 2019 წლის აპრილამდე ჰქონდა, რაც ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, ყოველდღიურად 500 ლარით ჯარიმდებოდა. საბოლოოდ კი მხარეები გადავადებაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ. ერთ-ერთი ბოლო განსაზღვრული ვადა იყო 2023 წლის 27 ოქტომბრიც. "ჰუალინგ ჯგუფს" ჭანტურიას ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმრო სწორედ ამ დროისთვის უნდა გაეხსნა.

bm.ge ახლა "ჰუალინგ ჯგუფთან" დაკავშირებას ცდილობს - რა გახდა პროექტის ცვლილების მიზეზი, რატომ არ გაიხსნა ადგილზე სასტუმრო.

ხარვეზები, რაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის პრივატიზაციას ახლავს - აუდიტის დასკვნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები