ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო 2025 წელსაც ამ კუთხით აქტიურად განაგრძობს მუშაობას.
„ეკონომიკის სამინისტროში ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, რომელზედაც ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიურად ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ეს აქტუალურია 2025 წელსაც და სამინისტრო როგორც პოლიტიკის შემუშავების კუთხით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
2025 წელს, ჩვენი იმპლემენტრაციის ნაწილში „აწარმოე საქართველოში“ იმ პოლიტიკით, რომელიც დავნერგეთ თვითონ დაეხმარება კომპანიებს გარკვეული მიმართულებებით. მაგალითად ფასიანი სასესხო ქაღალდების გამოშვებაში, კვლევების ჩატარებაში, თანადაფინანსებაში. ასევე, ფაქტორინგის მიმართულებით ახალი კანონმდებლობა მივიღეთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობით მოეწყოს და ამისი ერთიანი ციფრული პლატფორმა შეიქმნას. ამაზეც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მუშაობს. შესაბამისად, განხორციელების კუთხით, ჩვენ „აწარმოე საქართველოში“-სთან ერთად ვართ კერძო სექტორთან და ბიზნესებთან ჩართული“, - ამბობს ლევან დავითაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არ განიმუხტა პოლიტიკური კრიზისი და სანქციები გამწვავდა, სად არის გამოსავალი, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ მათი საბაზისო სცენარი 6%-იანი ზრდაა. თუმცა მთავრობაში უარყოფით და პოზიტიურ სცენარებსაც განიხილავენ. დავითაშვილი ამბობს, რომ მთავრობაში არის განწყობა, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზეც.
„ჩვენი საბაზისო სცენარი 6%-იანი ზრდა. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან დაახლოებით მცირე გადახვევას გულისხმობს. ეს არის 2.7 – 2.9%. ანუ, ჩვენ მაინც გვექნება 3%-ზე მაღალი ზრდა. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარი, რომელიც თავის თავში 6%-ზე მაღალ ზრდას მოიაზრებს. ღიად გეუბნებით, რომ ჩვენს სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ. მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა მე აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა. ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ განწყობა მთავრობის გუნდის და მოლოდინი არის ჩვენიც ის, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს. მათ შორის საერთაშორისო ასპარეზებზეც ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი შეიძლება წესით გადაითარგმნოს პირიქით, უფრო დადებით, პოზიტიურ სცენარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა "ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერმა.




























