მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, საქართველო აქტიური ემიტენტია საერთაშორისო ბაზრებზე - სტეფან ვაილერი

სტეფან ვაილერი

J.P. Morgan-ის მმართველი დირექტორი, DCM-ის ხელმძღვანელი CEEMEA-ს რეგიონში სტეფან ვაილერი ამბობს, რომ ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, საქართველო აქტიური ემიტენტია საერთაშორისო ბაზრებზე. მან ამის შესახებ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც "თიბისი კაპიტალი", საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით მართავს.

სტეფან ვაილერი ელის, რომ წელს კონფერენცია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან დაინტერესება გაზრდილია.

"მეორედ ვარ TBC-ის ღონისძიებაზე. ეს ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. ბოლო ღონისძიება რამდენიმე წლის წინ, დიდი წარმატებით დასრულდა და უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტი მიიზიდა. ვფიქრობ, რომ წელს ეს კიდევ უფრო დიდი იქნება, რადგან დამატებითი რაოდენობის კლიენტები, ადგილობრივი კომპანიები და ინვესტორები დააინტერესა",- აღნიშნა მან.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების გამოწვევებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ J.P. Morgan-ის მმართველი დირექტორი მასშტაბს ასახელებს, რომელიც გლობალური ბაზრებისთვის შედარებით მცირეა.

"ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან აქტიური ემიტენტია საერთაშორისო ბაზრებზე. 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოდან 10 მსესხებელი გამოჩნდა, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებს იყენებდნენ. ეს 2007 წელს დაიწყო და საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციების უახლესი ტრანზაქცია საქართველოდან განხორციელებული 30-ე ტრანზაქცია იყო, რაც ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით უჩვეულოა. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნას იყენებენ როგორც სამთავრობო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, ასევე კერძო სექტორის სუბიექტები. ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოში მსესხებლებისთვის გამოწვევა მათი ბიზნესის მასშტაბია. საერთაშორისო ბაზრები ძალიან დიდი და ღრმაა, ინვესტორები ლიკვიდურობას მეორად ბაზარზე ითხოვენ. ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, რომელიც იზრდება, მაგრამ გლობალური სტანდარტებით ჯერ კიდევ შედარებით პატარაა, ვფიქრობ, რომ ბევრი მსესხებლისთვის მთავარი გამოწვევა მასშტაბია",- განმარტა მან.

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ TBC ბანკის და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ტარდება. სპიკერებს შორის არიან მაღალი რანგის წარმომადგენლები გლობალური ფინანსური ინსტიტუტებიდან: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები