მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა დაბალ ინფლაციურ გარემოს და ასევე ტურიზმს აქვს - Galt & Taggart

გალტი

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელის შეფასებით, ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა დაბალინფლაციურ გარემოსთან ერთად ტურიზმის შემოსავლების ზრდასაც აქვს. ამის შესახებ ევა ბოჭორიშვილმა "საქმიან დილაში" განაცხადა.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 23.5%-ით გაიზარდა და $670 მლნ შეადგინა.

"მოგეხსენებათ, ივლისში საკმაოდ მაღალი, 13%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსრიდა. ჯამურად 7 თვეში მოსალოდნელზე მაღალი, 9.7%-იანი ზრდა გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ამ ზრდაზე გავლენა დაბალ ინფლაციურ გარემოს აქვს, ასევე გამოვყოფდი ტურიზმს.

ივლის-აგვისტოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული შემოსავლები. აგვისტოში $670 მლნ-მდე, რაც 23.5%-იანი ზრდაა. ჯამურად 8 თვეში $3.2 მლრდ-ის შემოსავლები მივიღეთ ტურიზმიდან, წლიური ზრდა 10%-ზე მეტია, რაც ეკონომიკურ ზრდასაც ასტიმულირებს", - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

ამასთან, Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.3 მლრდ-ს მიაღწევს - $0.2 მლრდ-ით მეტს, ვიდრე 2023-ში.

ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ აგვისტოში არარეზიდენტები სახაზინო ობლიგაციების ბაზარზეც გააქტიურდნენ.

"ივლის-აგვისტოში არარეზიდენტების დანახარჯები საკმაოდ არის გაზრდილი, რაც ლარის კურსზეც მოქმედებს. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ აგვისტოში კვლავ გააქტიურდნენ არარეზიდენტები სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე, რაც ლარისთვის ძალიან პოზიტიურია და ვფიქრობთ, აგვისტოში ეროვნულ ბანკს ექნებოდა შესაძლებლობა, შეევსო რეზერვები", - ამბობს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები