მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომლის პრეზიდენტმა 9 ივლისს გლობალურ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ საკითხთან მიმართებით რამდენიმე მოლოდინი არსებობს - შეიძლება ტარიფები კიდევ გადავადდეს, ნაწილობრივ ამოქმედდეს, ან ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ინდივიდუალური შეთანხმება გაფორმდეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მომავალი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, მთელი ყურადღება სწორედ დონალდ ტრამპზე იქნება მიპყრობილი.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო დღეებში ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება უნდა გასაჯაროვდეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ამასთან, ფედერალური რეზერვის მონეტარული საბჭოს წევრებმა საჯაროდ უნდა ისაუბრონ, რომელზედაც, შესაძლოა, განაკვეთის შემცირების პერსპექტივაზე მიანიშნონ.

ასევე, ეკონომიკურ ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით სიახლეებს შევიტყობთ ევროკავშირის მხრიდან, რომლის წამყვანმა სახელმწიფოებმა მაკროეკონომიკური მონაცემები უნდა განაახლონ.

ამასთან, მომავალი კვირა განსაკუთრებით საინტერესო კორპორაციული სექტორისთვის იქნება, რადგან პლანეტის უმსხვილესმა კომპანიებმა თავიანთი ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინონ, მათ შორის იქნებიან: Delta Air Lines, Levi Strauss და Conagra Brands.


რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სტატისტიკური პუბლიკაცია "საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2024"
  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2025 წლის მაისი)
  • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2025 წლის ივნისი)
  • სტატისტიკური პუბლიკაცია "აკვაკულტურა საქართველოში 2024"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები