მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რადგან არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ FED-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წლის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს და რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს.

დიდი ალბათობით, კორექციის მაჩვენებელი 25 საბაზისო პუნქტი იქნება, რომლის შედეგად, დოლარში რეფინანსირების განაკვეთი 4.25%-ით განისაზღვრება.

ამასთან, ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან FED-ის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელმაც, შესაძლოა, სამომავლო გადაწყვეტილებებზეც მიანიშნოს.

მომავალ კვირას გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ დიდი ბრიტანეთის, კანადისა და იაპონიის ცენტრალური ბანკებიც.

გარდა ამისა, მომდევნო დღეების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის, უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის უახლეს სტატისტიკას გავეცნობით.

რაც შეეხება კორპორაციულ სექტორს, მომავალ კვირას შემდეგი კომპანიების ფინანსურ შედეგებს გავეცნობით: FedEx, Lennar, General Mills, Ferguson და Nebius.


რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის აგვისტო)
  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის ივლისი)
  • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2025 წლის II კვარტალი)
  • ტრანსპორტის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2024 წელი)
  • მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2025 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • მონაცემები ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების შესახებ (2025 წლის იანვარი-ივნისი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები