მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილი შედეგები იქნება. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Apple, Microsoft, Google, Amazon, Meta, Visa და Mastercard.

ტექნოლოგიური გიგანტების პარალელურად, ყურადღებას მიიქცევენ სამედიცინო და ფარმაკოლოგიური კომპანიები, მათ შორის: UnitedHealth, Eli Lilly, Merck, AbbVie და Colgate-Palmolive Company.

მთავარ მოვლენას რაც შეეხება, მომავალ კვირას მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს აშშ-ის ფედერალური რეზერვი, რომლის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე გლობალური საფონდო ბირჟის ბედ-იღბალი იქნება დამოკიდებული.

FED-ის პარალელურად, გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი. ამ შემთხვევაში, ECB-ის პოლიტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ბაზრისათვის.

ამ ყველაფერთან ერთად, მომავალ კვირას გავეცნობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ის, იაპონიის, ჩინეთის და კანადის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს.

საერთო ჯამში, დაგეგმილი მოვლენებიდან გამომდინარე, მომავალი კვირა გლობალური ეკონომიკასთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო იქნება.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის აგვისტო)
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2025 წლის I-III კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის III კვარტალი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის სექტემბერი)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის სექტემბერი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები