მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების დეტალები იქნება, განსაკუთრებით რეპარაციების, სანქციების მოხსნის და $300-მილიარდიანი ფონდის საკითხები. ასევე, ბაზარი აქტიურად დააკვირდება ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესს, რომელიც, წესით, ორ კვირაში სრულად უნდა დაუბრუნდეს ომამდელ ნიშნულს.
გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ აშშ-ის ეკონომიკური ზრდის უახლეს სტატისტიკას, რომელთან მიმართებით ანალიტიკოსებს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები აქვთ.
ასევე, უოლ-სტრიტის წამყვანი ბანკების და ანალიტიკოსების მხრიდან მოსალოდნელია კომპანიების ზრდის პროგნოზების განახლება, რაც სწორედ აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებასათან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, მომდევნო დღეებში წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Micron Technology, Ferrovial, FedEx, Cerebras, Woodside Energy და BlackBerry.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2026 წლის I კვარტალი)
- საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგები
- ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი)
- წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
- გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით (2025 წელი)

























