სასტუმრო "სვის ოტელის" მზარეული, ბაია ლეკიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წინასწარი მოლოდინები რაც იყო, რა მოგებაც უნდა ენახა ბიზნესს, ყველაფერი ჩაიშალა. მისივე ცნობით, ამ დროისათვის ყველა ჯავშანი გაუქმებულია და საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისთვის აღარ არის უსაფრთხო გარემო.
„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ხელისუფლებაში ვინც დანიშნეს პრეზიდენტად, ზეგავლენას ყველა სფეროზე ახდენს. ეკონომიკური კრიზისი გასტრონომიასაც ეხება. ამის გათვალისწინებით, ფასების ინფლაცია, გაძვირებული პროდუქტები, ბიზნესი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დამსაქმებლები დასაქმებულებს ხელფასს ვერ უხდიან. გვაქვს პროტესტის გრძნობა. გვინდა უკეთესი მომავალი.
მე 4 წელია სასტუმროს სფეროში ვარ. ყველა ჯავშანი გაუქმებულია და უკვე საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემო აღარ არის. წინასწარი მოლოდინები რაც იყო, რა მოგებაც უნდა ენახა ბიზნესს, ყველაფერი ჩაიშალა“, - ამბობს მზარეული.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში დეზერტირების ბაზარზე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და პარლამენტის მიმართულებით მარშისთვის ემზადებიან.