მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური გახდა, რათა სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს - თურნავა

619223278b0ce
მარიამ ვარადაშვილი
15.11.21 13:35
860
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობიდან გამომდინარე, 2018-დან 2020 წლის ჩათვლით სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. ნათია თურნავას თქმითვე, მაგალითად, 2007 წელს როცა საქართველოს ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა, სიღარიბის მაჩვენებელი მაინც 40%-მდე იყო.

"რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტარული სტატისტიკაა. 2005, 2006 და 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა, 2007 წელს თუ არ ვცდები ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018, 2019 და 2020 წლებში მიუხედავად პანდემიისა, სიღარიბის დონე იგივე იყო 19%, 20% და 21% ანუ თავად ხედავთ რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით, რადგან ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური იმისთვის, რომ ზრდის სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს.

როგორ ხდება ეს?! გვაქვს მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს თვითმიზანი არ არის, მიზანია გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ის რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ამას თვალს ვუსწორებთ და მის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ", - აცხადებს თურნავა.

საქსტატის ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2006 წელს 37% იყო, 2007 წელს კი 38.8% გახდა. რაც შეეხება 2018, 2019 და 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 20.1%, 19.5% და 21.3% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები