მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური ზრდა წელს 11%-ზე მაღალი, ინფლაცია კი 14.5% იქნება - თიბისი კაპიტალი

618cf532e821b
თათია ჩაფიჩაძე
11.11.21 14:40
796
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 11 - 11.5%-ით გაიზრდება. როგორც თიბისის მთავარმა ეკონომისტმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოდ 6%-იანი ზრდა იქნება 2022 წელს.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან ერთად, იზრდება მათი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლებიც. ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ფასები წელს შესაძლოა 14.5%-მდეც გაიზარდოს.

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა წელს ნამდვილად იქნება საქართველოში. ზაფხულის პროგნოზი გვქონდა 10.5%-იანი, დღეისთვის ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ავწევთ ამ პროგნოზს, სავარაუდოდ 1%-მდე და 11%-ზე მაღალი იქნება ალბათ. მომავალ წელს რაც შეეხება, ჩვენი პროგნოზი არის 6%, 2022 წელს უკვე ექსპორტი, გზავნილები და დაკრედიტებაც უფრო ზომიერი იქნება. ასევე მომავალ წელს იქნება მკვეთრად გამოკვეთილი ნეგატიური ფისკალური სტიმული.

რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენი პროგნოზი იყო 13.8% ახლა მოგვიწია ისევ გაზრდა 14.5%-მდე“ - განმარტავს ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები