მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის ანტირეკორდი - ირაკლი კოვზანაძე საქმიან დილაში

BM.GE
05.02.21 11:42
550
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა შემცირდა იმაზე მეტად, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 6.1%-ით იკლო, რაც როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებზე მაღალი ვარდნაა.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს დინამიკაში რომ შევხედოთ 1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა დაახლოებით 4%-მდე შემცირდა.

შარშან ეკონომიკის ასეთი შემცირება წლის ბოლოს დაწესებულმა ლოქდაუნმა განაპირობა, რის გამოც დეკემბერში მშპ 7.9%-ით შემცირდა.

სტუმარი: ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები