მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ. სიგარეტების შესახებ არსებული მითები- აშშ-ს ეროვნული აკადემიის კვლევა

63d8e7fff14ba
BM.GE
31.01.23 13:53
558
მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიის მიერ (NASEM) გამოქვეყნებული ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, არსებობს საკმარისი მტკიცებულება (conclusive evidence), რომ “ელ. სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია. წვადი თამბაქოს მოხმარების სრულად ელ. სიგარეტებით ჩანაცვლება კი ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებას”, - ვკითხულობთWashington Examiner-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

აღნიშნული 600 გვერდიანი სამეცნიერო კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან წლების განმავლობაში დუმილის შემდეგ, აშშ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა სამეცნიერო ინსტიტუტმა გააჟღერა ის, რასაც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მეცნიერების სამეფო კოლეჯის, ბრიტანული სამედიცინო ასოციაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან უკვე დიდი ხანია ვისმენთ - ზრდასრული მწეველის წვადი სიგარეტიდან ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე სრულად გადასვლის შემთხვევაში, მცირდება ორგანიზმზე მავნე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში ელ. სიგარეტის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის ფონზე, NASEM-ის კვლევა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საზოგადოებისთვის სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდების პროცესში.

2012 წელს, აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ფიქრობდა, რომ ელ. სიგარეტები ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით, ნაკლები ზიანის შემცველია. თუმცა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა. 2016 წელს Gallup poll-ის გამოკითხვით კი აღმოჩნდა, რომ აშშ-ს მოსახლეობის ნახევარი ელ. სიგარეტებს ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევდა, 60% კი ფიქრობდა, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე ტრადიციულ თამბაქოზე მოქმედი რეგულაციების მსგავსი მკაცრი კონტროლი უნდა დაწესებულიყო.

ელ. სიგარეტების შესახებ არსებულ არასწორ აღქმებს აქვთ შესაძლებლობა, ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას. თუ მწეველი მიიჩნევს, რომ ელ. სიგარეტები ისევე საზიანოა, როგორც ტრადიციული სიგარეტი, მაშინ ის უარს იტყვის წვადი თამბაქოს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტით ჩანაცვლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, შეამციროს საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის საუბრობს ელ. სიგარეტების როლზე თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში.

“აღნიშნული კვლევის მთავარი დასკვნები თანხვედრაშია ისეთი გავლენიანი ჯანდაცვის ორგანიზაციების განცხადებებთან, როგორებიც არის მეცნიერების სამეფო კოლეჯი და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია ამერიკის საზოგადოებისთვის”, - აღნიშნავს ამერიკის ელ. სიგარეტების ასოციაციის პრეზიდენტი გრეგორი კოლნეი.

მისივე განცხადებით, კომიტეტის დასკვნები ასევე შესაბამისობაში მოდის აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დირექტორის, სკოლ გოტლების მიერ შემუშავებულ ნიკოტინის სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს, სრულწლოვანი მწეველების ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლის ხელშეწყობას.

აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა სანდო, მეცნიერულად დამტკიცებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან გონივრული არჩევანის გაკეთებას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები