#ელემენტი, რომელიც სმარტფონების და ელექტრომობილების ინდუსტრიებს შეცვლის
BM.GE
26.05.21 12:19
• 243
მეცნიერებმა შექმნეს ელემენტები, რომლებმაც შესაძლოა, ელექტრომობილების ინდუსტრია სრულად შეცვალოს. საუბარია ახალი ტიპის ლითიუმ-მეტალის ელემენტზე, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის გუნდმა შექმნა.
ახალი ელემენტი უფრო მეტ ენერგიას შეინახავს და გაცილებით უფრო სწრაფად დაიტენება, ვიდრე ლითიუმ-იონური ელემენტები, რომლებიც ახლა გამოიყენება სმარტფონებსა თუ ელექტრომობილებში.