მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელენ დეჯენერესი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა - მიზეზი დონალდ ტრამპია

ელენ დეჯენერესი
BM. GE
22.07.25 00:30
476

ელენ დეჯენერესმა შეერთებული შტატები საბოლოოდ დატოვა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა. გავლენიანი ამერიკელი ტელეწამყვანი ქოთსვოლდში მეუღლესთან, პორტია დე როსთან ერთად იცხოვრებს. როგორც ცნობილია, დეჯენერესმა დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დარჩენა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააანონსა. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევა გახდა.

რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ, ამერიკელი ტელეწამყვანი ჩელთენჰემში გამოჩნდა და პირველი საჯარო კომენტარიც გააკეთა. მან ბრიტანეთზე საუბრისას აღნიშნა, რომ გარემო გაცილებით სუფთაა, მოსახლეობა კი უფრო თავაზიანი. დეჯენერესმა ტრამპის ანტი-ლგბტქ პოლიტიკაც გააკრიტიკა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების შესაძლო გაუქმების შესახებ შეშფოთებაც გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები