„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, სამართალდამცველებმა დღეს, 15 სექტემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ხოშტარიას დაკავება უკავშირდება თბილისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შესაბამისი განცხადება უწყებამ გუშინ გაავრცელა.
საგულისხმოა, რომ ხოშტარიამ 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც ის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განთავსებულ ბანერზე წარწერას - „რუსული ოცნება“ აკეთებს. მისი თქმით, ეს იყო სოლიდარობის ფორმა მეგი დიასამიძისადმი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური საქმის გამო დააკავეს.




























