მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელენე ხოშტარია ინიციატივით გამოდის, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ჯაჭვი გაკეთდეს

62148f92d3504
ინგა მურუსიძე
22.02.22 11:22
742
პარტია "დროა" თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ გადაწყვეტილებას პასუხი უნდა გაეცეს.

პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "დროა" იწყებს კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და ორგანიზაციასთან, რომ შაბათს, 26 თებერვალდა, 15:00 საათზე, გაკეთდეს ჯაჭვი.

"ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს გვაქვს სურვილი, დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გუშინ პუტინმა გადაგვიწერა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს. უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია.

დღეს, დავიწყებთ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან. ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ, მთელი ოპოზიციური სპექტრი.

მოინიშნეთ, შაბათს, 15:00 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად", - აცხადებს ელენე ხოშტარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები