მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრო Land Rover Defender-ს სლოვაკეთში ააწყობენ

Defender

Jaguar Land Rover-ის ჰოლდინგმა ელექტრო Defender-ების სლოვაკეთის ქარხანაში აწყობის გადაწყვეტილება მიიღო.

ინდური Tata Motors-ის მფლობელობაში მყოფმა JLR-მა საწარმოო პროცესის ნაწილის სლოვაკეთში გადატანის გადაწყვეტილება ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც ბრიტანული ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, სლოვაკეთში ელექტრომობილების წარმოება განსაკუთრებით ხელსაყრელია, რაც ადამიანური კაპიტალის ხელმისაწვდომობითა და გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული.

ამ ეტაპზე სლოვაკეთის ქარხანა 5,000 თანამშრომელს ასაქმებს, თუმცა პროგნოზირებულია, რომ მათი რაოდენობა მომავალში გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები