მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკა

სანქციები

სლოვაკეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების პაკეტის 12 თვით გახანგრძლივების წინადადება დაბლოკა.

როგორც ირკვევა, ბლოკის ელჩების შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რადგან ინიციატივას მხოლოდ ოფიციალური ბრატისლავა დაუპირისპირდა. POLITICO-ს ინფორმაციით, მოქმედ შეზღუდვებს ვადა 15 სექტემბერს ეწურება, ნებისმიერი ცვლილების დამტკიცება კი ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.

საყურადღებოა, რომ სლოვაკეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბარზე უარი განაცხადა, თავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ მათი ინტერესია, სანქციების რეჟიმი კვლავ ექვს თვეში ერთხელ განიხილებოდეს. შესაბამისად, ისინი კოლეგებთან ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებენ.

აღსანიშნი ფაქტია, რომ დიპლომატებმა შეხვედრაზე სხვა საკითხებიც, მათ შორის, სასანქციო სიაში დამატებით 27 ფიზიკური პირისა და კომპანიის შეყვანის შესაძლებლობა განიხილეს. ეს ინიციატივა მიზნად ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ სუბიექტების აქტივების გაყინვას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები