ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანის შემდეგ, ბიზნესმენმა ალექსანდრე ჩაჩავამ ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ის დირექტორთა საბჭო დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა. Yandex-ის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებას კომპანიის საოპერაციო საქმიანობასა და სტრატეგიაზე გავლენა არ ექნება.
კომპანიაში განმარტეს, რომ Yandex-ი მენეჯმენტის გუნდის ხელმძღვანელობით ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ჩაჩავას წინააღმდეგ დაწესებული პერსონალური სანქციები კი თავად კომპანიასა და მის შვილობილ სტრუქტურებზე არ ვრცელდება.
რაც შეეხება თავად შემზღუდავ ზომებს, ევროკავშირმა ალექსანდრე ჩაჩავას წინააღმდეგ სანქციები 16 ნოემბერს დააწესა. ბიზნესმენთან ერთად, შავ სიაში ონლაინპლატფორმა Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმიც მოხვდა. იმავე დღეს, ევროპული შეზღუდვები 49 რუსულ ბანკსა და საკრედიტო ორგანიზაციაზეც გავრცელდა.
























