მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - სად არის გამოწვევები?

წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 1,4 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია.9 თვეში ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც რეკორდულია და 103 მლნ დოლარს აღემატება. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარს შეადგენდა.

ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 89% თურქეთზე მოდის. წლის განმავლობაში 1,3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია სწორედ თურქეთის ბაზარზე გავყიდეთ. 2023 წლის 9 თვეში 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 4.1 მლნ-მდე გაიზარდა სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტიც.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ექსპორტის პროცესში მთავარ გამოწვევად ხაზებზე არსებულ შეზღუდვებს მიიჩნევს. თუ საქართველოს და თურქეთის მხარე შეთანხმდება იმ პერიოდში, როცა ჭარბად ხდება ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია გადადინების სიმძლავრეები გაიზარდოს.

წლევანდელი წელი რეკორდული იყო ტრანზიტის მიმართულებითაც. ჯამში წელს ქვეყნის ელექტროსისტემამ 2 მილიარდზე მეტი კილოვატსაათი ელექტროენერგია გაატარა. ყველაზე მეტი, 1,7 მილიარდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში განხორციელდა.

რამდენად სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა საქართველო თურქეთისთვის და რამდენად შემაფერხებელია ექსპორტიორებისთვის ხაზებზე არსებული შეზღუდვები?

სტუმარი: მერაბ ლომინაძე - "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი;