მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ" - ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში ვიზიტზე

ქრისტინა ოზგანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა დაადასტურა, რომ ზუგდიდში "ენგურჰესის" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან "სპუტნიკ აბხაზიასთან" აღნიშნა, საუბარი ენგურჰესის კაშხალს შეეხებოდა.

"2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული", – განაცხადა ქრისტინა ოზგანმა.

ოზგანის განცხადებით, მან ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ.

როგორც "სპუტნიკ აბხაზია" წერს, "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამოგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ.

BMG-ის "ენგურჰესში" დაუდასტურეს, რომ ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები