მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი - ვის ეკუთვნის შუამავალი კომპანიები?

BM.GE
05.04.23 16:27
177
2011-2022 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება 42%-ით გაიზარდა, ხოლო მოხმარება 68%-ით, რამაც იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდა განაპირობა - კერძოდ, 2011-2022 წლებში იმპორტი 3-ჯერ არის გაზრდილი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი ყოფილი მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების კუთვნილი შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, რაც ელექტროენერგიას აძვირებს. კვლევის თანახმად, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ დაფუძნებული კომპანია „Elgreen Holdings Incorporated“ არის ჩართული. რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტში შუამავლად კი კომპანია „ლუქს ენერჯი ტრეიდინგი“ ფიგურირებს, რომლის 50.01%-ი რუსულ „ინტერ რაოს“ ეკუთვნის, ხოლო 49.99% საქართველოს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) ყოფილ გენერალურ დირექტორს - ვახტანგ ამბოკაძეს. კიდევ ვინ დგანან ელექტროენერგიის იმპორტისას შუამავალი კომპანიების უკან, რამდენად დიდია ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება და რა რეკომენდაციები აქვს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს?

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ეკონომისტი;