მთავრობა ელექტროენერგიის იმპორტს შუამავალი კომპანიების გარეშე განახორციელებს. პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ ბიზნესის გარეშე, სახელმწიფოს პირდაპირი შესყიდვით რამდენიმე მილიონის დაზოგვაა შესაძლებელი. რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე, შეძლებს სახელმწიფო კომპანია ფასზე პირდაპირ მოლაპარაკებას აზერბაიჯანთან და რუსეთთან და გაუიაფდება თუ არა ეს ქვეყანას იმპორტული ელექტროენერგია?






























