მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მოხმარება იანვარ-ივნისში 5.1%-ით გაიზარდა - რა გამოწვევებს ხედავს Galt&Taggart-ი?

ნათურა ელექტროენერგია

2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 7.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხივლაშია აღნიშნული.

მიმოხილვის თანახმად, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 31.1%-ს წარმოადგენდა (vs 25.8% 1H25).

როგორც საინვესტივიო ბანკი აღნიშნავს, იანვარ-აპრილში იმპორტდამოკიდებულება გაზრდილია და მაისი-ივნისში ექსპორტი შემცირებულია, რაც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.

“აუცილებელი ხდება ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უპასუხებს საქართველოს სეზონურ გამოწვევებს. ესენია: რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ქარის სადგურები, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები და საექსპორტო ინფრასტრუქტურა (შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ჩათვლით)”, - წერია Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, კერძოდ, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა და გაიზარდა პირდაპირი და საცალო მომხმარებლებისთვის.

აფხაზეთის რეგიონი: -8.7% წ/წ

პირდაპირი მომხმარებლები: +2.5% წ/წ

საცალო მომხმარებლები: +1.5% წ/წ

მოხმარების ეს ტრენდი დაკავშირებულია კლიმატურ ფაქტორებთან და ენერგოინტენსიური საწარმოების სტაბილურ მუშაობასთან.

ამის პარალელურად, ივნისში ექსპორტი 84.3%-ით შემცირდა 0.004 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით იკლო 1.1 ტვტ.სთმდე.

“საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას, მაისის მსგავსად მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, გენერაციის შეზღუდვა მოუწია. ჩვენი მოლოდინით, ივლისში გენერაციის შეზღუდვის მოცულობა შემცირდება, სეზონურად შემცირებული ჰიდროგენერაციის და 6 ივლისიდან დაწყებული ექსპორტის გამო”, - წერია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ივნისის გენერაციას, ამ პერიოდში გამომუშავება სისტემის ოპერატორის მიერ დაწესებული გენერაციის შეზღუდვის გამოა შემცირებული.

“ივნისში მოხმარების უმნიშვნელო ზრდას დაემთხვა ექსპორტის მინიმუმამდე შემცირება, რის გამოც ჯამური მოთხოვნა შემცირდა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, სისტემის ოპერატორმა (ელექტროსისტემამ), მაისის თვის მსგავსად, გენერაციის შეზღუდვა მოითხოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ივნისში კარგი ჰიდროლოგია იყო და რომ არა შეზღუდვები, გენერაცია წლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, გენერაციის წლიური კლება მეტწილად შეზღუდვებით აიხსნება.

2026 წლის ივნისში ადგილობრივი გენერაცია 16.3%-ით შემცირდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა”, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები