მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი შემცირდა - რა მოლოდინი აქვს მთავრობას?

ბაზარი

ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზი შეამცირა.

2024 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, მომავალ წელს, ქვეყნის ჯამური მოხმარება 14.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იქნება. 2023 წლის სიმძლავრის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით ჯამური მოხმარება 15.398 მლრდ კვტ.სთ-ზე იყო ნავარაუდევი.

გამომუშავება საპროგნოზო ბალანსის მიხედვით:

  • თბოსადგურები - 3.04 მლრდ კვტ.სთ
  • ქარის სადგური - 85.8 მლნ კვტ.სთ
  • ჰესები - 11.15 მლრდ კვტ.სთ
  • იმპორტი - 991 მლნ კვტ.სთ
  • სულ ქსელში მიწოდება - 14.93 მლრდ კვტ.სთ

საპროგნოზო მაჩვენებლებში კლება პირდაპირი მომხმარებლების (მსხვილი კომპანიები) მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით არის გამოწვეული. ასეთი მომხმარებლებისთვის 2024 წელს, სავარაუდოდ, 3.1 მლრდ კვტ.სთ -ის მიწოდება მოხდება. 2023 წლის პროგნოზით 3.9 მლრდ იყო ნავარაუდევი.

რაც შეეხება მოხმარების სხვა მაჩვენებლებს. მომავალ წელს ექსპორტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა ნავარაუდევი. საექსპორტო ბაზრებზე 774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანა ივარაუდება. ეს მაჩვენებელი შესაძლოა დაკორექტირდეს, რასაც წარმოება/ მოხმარების მაჩვენებლები და საექსპორტო, ძირითადად, თურქეთის ბაზარზე არსებული ფასი განაპირობებს. ხელსაყრელი პირობების გამო, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.468 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა და რეკორდული 103 მლნ დოლარის შემოსავალიც მიიღო. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარი იყო.

მოხმარება ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით:

  • აფხაზეთი - 2.87 მლრდ კვტ.სთ
  • თელასი - 231.1 მლნ კვტ.სთ
  • თელმიკო - 3.07 მლრდ კვტ.სთ
  • ენერგო პრო ჯორჯია - 569.8 მლნ კვტ.სტ
  • ეპ ჯორჯია მიწოდება - 4.03 მლრდ კვტ.სთ
  • პირდაპირი მომხმარებლები - 3.12 მლრდ კვტ.სთ
  • ექსპორტი - 774 მლნ კვტ.სთ
  • სულ მოხმარება - 14.5 მლრდ კვტ.სთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები