მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის პირველი მაგროვებელი ბატარეების სისტემა საქართველოში

საქართველოში პირველი ელექტროენერგიის მაგროვებელი ბატარეების სისტემის მოწყობა იგეგმება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ „ბიზნესპრენისნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულების ეტაპზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბატარეების სისტემით დაახლოებით 200 მგვტსთ-ი ელექტროენერგიის შენახვა იქნება შესაძლებელი. უწყების ცნობით, დამაგროვებლები ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2026 წელს შევა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 147 მლნ აშშ დოლარია. „ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების გაზრდას და ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულების შემცირების მიმართულებით“, - განგვიცხადეს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.უწყების ცნობით, „ენერგიის დამაგროვებლების განვითარების პროგრამა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები