მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე აფხაზები თვითონ არიან პასუხისმგებელნი... წესით, არ დავეხმარებით - ნარმანია

სემეკი

ოკუპირებული აფხაზეთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა კვირის ბოლომდე 200 [2 მლნ. დოლარი] მილიონი რუბლი უნდა იშოვონ, რათა რუსეთს ელექტროენერგიის საფასური გადაუხადონ. ჯამში, წლის ბოლომდე დე ფაქტო მთავრობამ 900 მილიონი [10 მლნ. დოლარი] რუბლი უნდა გადაიხადოს.

BMG-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა: თუ აფხაზეთი ელექტროენერგიის საფასურს ვერ გადაიხდის, ამ თანხას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაიხდის?

"ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი ენერგიის საფასურის გადახდაზე თვითონვე არიან პასუხისმგებელნი. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40/60-ზე პროპორციით გაყოფაა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით თუ არა მათ, დავით ნარმანიამ აღნიშნა:

"არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არ დავეხმარებით".