მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა - რა პროექტებს ახორციელებს ელექტროსისტემა?

სახელმწიფო ელექტროსისტემა დენი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ აცხადებენ, რომ გასულ პერიოდში შეჩერებული და გაჭიანურებული ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა განახლდა.

როგორც ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლშია ნათქვამი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი პროექტირების ეტაპზეა.

სახელმწიფო კომპანიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 20-ზე მეტი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 1.7 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი დაფინანსება 1.4 მილიონ ლარამდეა, ხოლო კომპანიის შიდა რესურსი – დაახლოებით 307 მილიონი ლარი.

უფრო კონკრეტულად, ელექტროსისტემის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში:

  • დასრულდა ქვესადგურ „წყალტუბო 220“-ის გაფართოება;
  • დასრულების ფაზაში გადავიდა გურიის რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა;
  • განახლდა 3 ქვესადგურის მშენებლობა;
  • განახლდა 7 ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
  • პროექტირების ეტაპზეა 7 ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი.

2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები

"პრიორიტეტები გადაიხედა" - დავით ნარმანია ელექტროსისტემის საინვესტიციო გეგმის 9%-იან შესრულებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები