მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროგაყვანილობის მოწყობის მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს- რას შეცვლის ახალი კანონი?

64b93a2382037
ანუკა ჯოხაძე
20.07.23 18:02
1194
ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად კომპანიებს სავარაუდოდ, ლიცენზიების აღება მოუწევთ - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტში წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ დაცული იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უსაფრთხოების ნორმები.

ამასთან, შეიქმნება სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანო-სააგენტო, რომელიც ექსკლუზიურად გასცემს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირებზე საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება/სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. კანონპროექტით დგინდება იურიდიული პირების ლიცენზირების ვალდებულება (შესაბამის რეგულირებად სფეროში) და შესაბამისად, წესდება ლიცენზირების საფასური , რომელიც 200 000 ლარი იქნება და მისი განახლება 2 წელიწადში ერთხელ სავალდებულო იქნება.


ელექტროგაყვანილობის მოსაწყობად კომპანიებს სავარაუდოდ, ლიცენზიების აღება მოუწევთ- შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. კანონპროექტში წერია, რომ კანონის მიღების შემდეგ დაცული იქნება შესრულებული სამუშაოს ხარისხი და უსაფრთხოების ნორმები.

ამასთან, შეიქმნება სახელმწიფო ენერგო ზედამხედველობის ორგანო-სააგენტო, რომელიც ექსკლუზიურად გასცემს ზემოთ აღნიშნულ იურიდიულ პირებზე საქმიანობის ლიცენზიას, უზრუნველყოფს შესაბამისი კადრების გადამზადება/სერტიფიცირებას, მოახდენს ელექტრული ქსელების ტექნიკურ შემოწმებას, გასცემს შესაბამის დასკვნას და განახორციელებს შესრულების მონიტორინგს. კანონპროექტით დგინდება იურიდიული პირების ლიცენზირების ვალდებულება (შესაბამის რეგულირებად სფეროში) და შესაბამისად, წესდება ლიცენზირების საფასური , რომელიც 200 000 ლარი იქნება და მისი განახლება 2 წელიწადში ერთხელ სავალდებულო იქნება.

ამ მიმართულებით ბაზარზე ლიცენზირების მექანიზმის შემოღების საჭიროებაზე საუბრობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, თუმცა ამბობს, რომ ლიცენზირების საფასური - 200 000 ლარი, მძიმე წნეხი იქნება ბაზარზე არსებული ბიზნესისთვის და საბოლოოდ ის მომსახურების საფასურის ზრდაში აისახება.

“ბუნებრივია გარკვეულად ეს შეანელებს პროცესებს, ასევე გარკვეულწილად გააძვირებს მომსახურებას. ფასი, რაც არის დასახელებული კანონპროექტში, საკმაოდ მეძვირა, თუმცა ამ დროისთვის არ გამიკეთებია ანალიზი. დღევანდელი სიტუაცია რაც არის მიაქცევდით ალბათ ყურადღებას არის უმძიმესი შემთხვევები ამ მიმართულებით, მაგალითად რაც გვქონდა ვაკის პარკში. შემდგომ ეს რამდენიმე ადგილზე განმეორდა აქ ძირითადად პრობლემა მოხდა არ პროექტირებაში არამედ პროექტის მიხედვით შესაბამისი სამუშაოების განხორციელების დროს, რაც ჩვენთან აქილევსის ქუსლია.

მე არავითარ შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, მაგრამ ელიავას ბაზრობიდან წამოყვანილი შემდუღებელი იქნება თუ ელექტრიკი იქნება ისეთ ობიექტებზე დაშვება, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა ალბათ არ შეიძლება. მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და ასევე უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა მასაც ვინც ამ ადამიანის ცოდნაზე შესაბამის სერტიფიკატს გასცემს”, -ამბობს გია არაბიძე.

არაბიძე ამბობს, რომ ლიცენზიის მიღების საფასურის გადახდა, რაც კანონპროექტში არის მითითებული მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ. მისი თქმით, ეს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს მძიმედ დააწვება.

“ლიცენზიის საფასური, საკმაოდ სერიოზულ და დიდ კომპანიას თუ შეუძლია ლიცენზია აიღოს. ჩვენს ბაზარზე წვრილ-წვრილი კომპანიები საქმიანობენ და არ მგონია მათთვის იოლი იყოს ამ თანხის გადახდა ლიცენზიის აღებაში. ჯობია რამდენიმე კომპანია იყოს, ვიდრე მონოპოლია ბაზარზე”, -აცხადებს გია არაბიძე.

ცნობისთვის, პარლამენტში კანონის მიღებას საშემოდგომო სესიაზე ვარაუდობენ, ვალდებულებების ნაწილი ბიზნესისთვის არსებული რედაქციით 2023 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, სრულად კი კანონი ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები