მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილები საქართველოში - ბაზრის მიმოხილვა

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. გასულ წელს ქვეყანაში 1,914 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 2022 წელთან შედარებით 95%-ით მეტია. მთლიანობაში, საქართველოში ამ დროისთვის 6 000-ზე მეტი ელექტრომობილია რეგისტრირებული. რაოდენობის ზრდა გლობალურად ამ კატეგორიის ავტომობილებზე ფასების შემცირებას უკავშირდება. ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში ელექტრომობილებზე დაფიქსირებული მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, მსოფლიო მასშტაბით არსებულ სიტუაციას თუ შევადარებთ, საქართველოში გაყიდვების მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალია. სფეროს სპეციალისტები ელექტრომობილების მეტად პოპულარიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან დამატებით წამახალისებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობას ხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები