მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. Rho Motion-ის ინფორმაციით, ოქტომბერში გაყიდული EV-ების და დამუხტვადი ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 1.9 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ზრდის მიმართულებით ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ, რაც იქ გატარებული საკანონმდებლო ინიციატივებით და მომხმარებლის ქცევის ცვლილებით არის განპირობებული. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა გერმანიასა და საფრანგეთში შეინიშნება, რაც საგადასახადო შეღავათების და სუბსიდიების შედეგია.
ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების თითქმის 68% ერთ ქვეყანაზე – ჩინეთზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინდუსტრიის განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული იქ გაყიდულ 1.3 მილიონ ელექტრომობილზე.




























