მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების მწარმოებელი ARRIVAL-ი გაკოტრდა

arrival

გაკოტრებული სტარტაპების ვრცელ ნუსხას ბრიტანული კომპანია Arrival-ი ოფიციალურად შეუერთდა. ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გადახდისუუნარობის განაცხადით სასამართლოს თავისი ნებით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარს აღწევდა და მასზე ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ამჟამად Arrival-ის შეფასება 99%-ითაა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტარტაპის მიმართ ინვესტორებმა ნდობა სრულად დაკარგეს.

Arrival-ის მიზანი კომერციული და სამგზავრო მიკროავტობუსების, სატვირთოების და მინივენების წარმოება იყო. სტარტაპს სტრატეგიული გათვლა UPS-თან და სხვა ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, Arrival-ის მოლოდინები გადაჭარბებული იყო და დაპირებული შეთანხმებები სისრულეში ვერ მოვიდა.

კომპანიის გაკოტრების მიზეზად ექსპერტები საწარმოო ხაზის გაუმართაობას, მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას და კონკურენტების გააქტიურებას ასახელებენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები