მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების წარმოებისთვის აშშ-ის მთავრობა $1.7 მილიარდს გამოყოფს

Biden ev

ელექტრომობილების წარმოების პროცესის აჩქარებისა და პროდუქციის გაიაფების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიუჯეტიდან 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გრანტს გამოყოფს.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის განმარტებით, ზემოხსენებული თანხა ქვეყანაში არსებული საავტომობილო ქარხნების მოდერნიზაციას და ძველი, ჩამოწერილი საწარმოების რესტავრაციას მოხმარდება. მოდერნიზაციის შემდეგ, ქარხნები ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვებიან, რაც პროცესს ააჩქარებს.

მთავრობის წევრების განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ამერიკას მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ელექტრიფიკაციის პროცესის დაჩქარება სურს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სახარბიელო ტემპით არ მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ამ სუბსიდიით აშშ-ის მთავრობა კონკურენციის გაწევას ცდილობს ჩინეთის ხელისუფლებასთან, რომელსაც EV-ების წარმოების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში 250 მილიარდ დოლარამდე კაპიტალი აქვს დახარჯული და ინვესტირებას ამჟამადაც აქტიურად აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები