სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტით პროდუქცია და მომსახურება მოსახლეობის თითქმის მესამედმა იყიდა. საქსტატის გამოკვლევის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 31.3%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. ამასთანავე, ინტერნეტის მომხმარებელი ქალები უფრო ხშირად ახორციელებენ ონლაინ შენაძენს, ვიდრე კაცები. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 32.4 პროცენტს, კაცებისათვის კი 29.9 პროცენტს შეადგენს.
სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - "ელექტრონული კომერციის ასოციაციის" თანადამფუძნებელი;