მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტრონული მოდული შესაძლებლობაა, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა 40 000-მა კომპანიამ მიიღოს - გურამ დუმბაძე

გურამ დუმბაძე

"ოცნების" მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის, გურამ დუმბაძის თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნით სახელმწიფოს ექნება ერთიანი პირობები როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით, ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული კი არის უნიკალური შესაძლებლობა, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს.

მისი შეფასებით, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.

„ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით. რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების ნაწილში, როდესაც შესყიდვა სატენდერო პროცედურებამდე არ მიდის და გამარჯვებულის გამოვლენა გამარტივებული შესყიდვის დროს ხდება. ასეთ დროს თუ შემსყიდველი კონკრეტულ შეთავაზებას 10 ან 20 კომპანიას უგზავნიდა, ახლა უკვე ამ პროცესში 40 000 ეკონომიკური ოპერატორი ჩაერთვება“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ და აღნიშნა, რომ რეფორმა გაცილებით გააუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის როგორც ბაზრის კვლევის, ისე შესყიდვების მთლიან პროცესს.

ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს - ჟორჟოლიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები