ელექტროსადგურების ინვესტორებს საბანკო გარანტიის შემცირების შესაძლებლობა მიეცათ. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებით, თუ ინვესტორი უზრუნველყოფს განსაზღვრული სამუშაოების არანაკლებ 20 -ი და არაუმეტეს 80%-ის შესრულებას შეეძლება მოითხოვოს წარდგენილი საბანკო გარანტიის შემცირება, შესრულებული სამუშაოების წილის პროპორციულად. ამასთან, ერთი და იმავე სამშენებლო გარანტიის ოდენობის შემცირება შესაძლებელია,არაუმეტეს ოთხჯერ, ყოველი 20%-იანი პროგრესის მიღწევისას. აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურების სამშენებლო გარანტია ითვლება დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 40 000 დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს ოდენობით.
ცდილობს თუ არა ხელისუფლება ამ გზით ინვესტორების წახალისებას და რა ტენდენციებია დღეს ენერგეტიკის სექტორში, სადაც ათობით პროექტზეა გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, თუმცა გარანტირებული ტარიფების და პირდაპირი შეთანხმებების მიუხედავად, პროექტების ფურცლებიდან რეალობაში გადმოტანა წლების განმავლობაში ჭიანურდება.
სტუმარი: მაია მელიქიძე - განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;