ელექტროსადგურებზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა, გუშინდელი დღიდან, ანუ 2 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. რას ითვალისწინებს ცვლილება და როგორ წაახალისებს დარგში ინვესტიციებს ახალი ინიციატივა.
სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;