პლანეტის უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანია Eli Lilly ტეხასის შტატში, ქალაქ ჰიუსტონში 6.5 მილიარდის ღირებულების ქარხანა-საწარმოს ააშენებს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, ამ ინვესტიციის მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარდება და აშშ-ში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.
როგორც ცნობილია, ახალ ქარხანაში Eli Lilly-ის პრეპარატები და მოწყობილობები შეიქმნება.
თავად კომპანიას რაც შეეხება, მისი საბაზრო შეფასება 670 მილიარდ დოლარს შეადგენს და ფარმაკოლოგიური გიგანტების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.




























