მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელიზაბეთ რუდის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია - IPN

5e17735659631
BM.GE
09.01.20 22:36
2411
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის სტრატეგიულია. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, რუდმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს მიესალმება.

„მე დღეს ვნახე ეს ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ შეუწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის კონსორციუმს“. ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავაც მიაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკულ ინვესტიციებს”, - განაცხადა რუდმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები