მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელნარა ნასირლის პერსონალური გამოფენა - "არავის ზეცა"

ელნარა ნასირლი პერსონალური გამოფენა
06.12.23 15:08
1611

2023 წლის 1 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დამწყები აზერბაიჯანელი გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებისა და შერეული მედიის სფეროში მომუშავე ხელოვანის ელნარა ნასირლის ფართომასშტაბიანი იმერსიული ინსტალაციებისა და სკულპტურული ნამუშევრების პირველი დიდი გამოფენა გაიხსნა.

ნასირლის ატმოსფერული ფსიქოლოგიურ სიღრმეებში ჩაფლული ინსტალაციები მუზეუმის სივრცეების მკვეთრ გარდასახვას ისახავს მიზნად. შექმნილი ინტერდისციპლინური გარემო მაღალი სკულპტურული ნამუშევრებისა და სპეციალურად მუზეუმს მორგებული ინსტალაციების საშუალებით ჰარმონიულად დააკავშირებს ერთმანეთს ნასირლის ცოდნას ბიოტექნოლოგიებისა და თერაპიული ხელოვნების ტრანსფორმაციის სფეროში, ერთმანეთს გადახლართული ნარატივები კი ხაზს გაუსვამს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ღრმა კავშირს.

სახელწოდება „არავის ზეცა“ გულისხმობს სოციალურ ზღუდეთა და გეოპოლიტიკურ საზღვართა მოშლას, ადამიანური ცნობიერების თვალუწვდენელ სიღრმეებში მოგზაურობასა და სიჯანსაღისაკენ ერთობლივ სწრაფვას. წარმოდგენილი ნამუშევრები შთაგონებულია რობინ უოლ კიმერერის გავლენიან ნაშრომში – „ტკბილბალახას დაწვნა“ – გამოთქმული დასაბუთებული მოსაზრებებით.
ელნარა ნასირლის თქმით, მის მიერ შექმნილი დიდი ტილოების სერია ხელოვანის მუდმივად ცვალებადი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობის წამიერ მომენტებს ასახავს. გამოყენებული მხატვრული მეთოდი კი შეიძლება იმ ყვავილის გამძლეობას შევადაროთ, რომელიც წინაღობების გადალახვის პირობებშიც კი ახერხებს გაზრდას და ქვების მსგავსი ურთულესი დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ყვავის. „ეს მეტაფორა არა მხოლოდ პიროვნული გამოწვევებისა და უბედურებების გადალახვის ჩემეულ უნარს გამოხატავს, არამედ სხვების პოტენციალსაც ასახავს, მიუხედავად გაჭირვებისა კრეატიულობისა და სულისკვეთების აყვავება მოახერხონ.“

გამოფენის კურატორი ფარახ პირიე ამბობს: „ელნარა ნასირლის შემოქმედების ფარგლებში ჩვენ ვიკვლევთ თერაპიულ ხელოვნებას, ბიოტექნოლოგიებსა და პიროვნულ გამძლეობას – იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც თან სდევენ მის მოგზაურობას გარემოსდაცვითი ტექნოლოგიიდან დასრულებულ ხელოვანამდე. ტკბილბალახას დაწვნა“ ღია მოსაწვევს ჰგავს. ის მნახველს საკუთარი თავის აღმოჩენისა და შემოქმედებითი ზრდისკენ მოუწოდებს და ბუნებისა და ერთმანეთის მიმართ ჩვენს საერთო ერთგულებას უსვამს ხაზს. ამ სივრცეში ხელოვანი კავკასიის მემკვიდრეობას ეხმაურება. კვლევაზე დაფუძნებული ინსტალაციები და დიდი ტილოები საზოგადოებრივი შეზღუდვების მხიარულ და ამავე დროს პროვოკაციულ შესწავლას გვთავაზობენ, მხატვრული მცდელობები კი შთანთქავენ დამთვალიერებელს, მის კომპლექსურ გონებაში იბეჭდებიან და მას ამავდროულად შეახსენებენ, რომ ცნობიერება ფუნდამენტურად ბიოლოგიური პროცესია.”

გამოფენის სტუმრებს წინ კურატორის შემდეგი არჩევანი ელით: ხუთი მულტი-სენსორული ინსტალაცია, რომელიც შეკვეთით 2023 წელს დამზადდა ორგანულად ერწყმის ნასირლის რამდენიმე ადრეულ შედევრს. ისინი ისეთ ამაღელვებელ საუნდის პეიზაჟს უკავშირდებიან, რომელიც კინემატოგრაფიულ პარტიტურას მოგვაგონებს და აუდიტორიას ხელოვანის სამყაროში ჩაძირავს.

ნასირლის ნამუშევრები, რომლებიც ბაქოს ქუჩებში, ეკლექტურ მეორადი ნივთების ბაზრობებსა და ონლაინ აუქციონებზე შეგროვილი არატრადიციული ორგანული მასალებისგანაა შექმნილი, თერაპიული ხელოვნების, გარემოსდაცვითი აზროვნების პრინციპებსა და პირად ისტორიებს ასხივებენ და სულიერი ოპუსით გვირგვინდებიან.

ელნარა ნასირლი:

ელნარა ნასირლი ინოვატორი აზერბაიჯანელი ხელოვანია. ის ფლობს ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკისა და ფრანგული ენის განხრით დედოფალი მერის უნივერსიტეტისგან და მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში საიმპერატორო კოლეჯისგან. ძლიერი აკადემიური საფუძვლისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მიღებული განათლების მქონე ნასირლი თავის ტრანსფორმაციულ შემოქმედებაში ოსტატურად უკავშირებს ერთმანეთს თერაპიულ ხელოვნებასა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს. ხელოვანი ღრმადაა ჩაფლული ფიზიკური ტკივილის ამსახველ პირად მოგზაურობაში, მისი მრავალფეროვანი პორტფოლიო კი ბიოხელოვნებას, ნახატებს, ქანდაკებებსა და ხმოვან პეიზაჟებს აერთიანებს. ის გამძლეობის დემონსტრირებას ახდენს და თერაპიული ხელოვნებისა და ეკოლოგიური ცნობიერებისადმი ერთგულების ანარეკლებს ქმნის. უნიკალური მასალების, განსაკუთრებით კი სიცოცხლის ციკლური მოგზაურობის გამომხატველი ემბლემური ტონდის გამოყენებით ელნარა დამთვალიერებელს იმერსიულ გამოცდილებას სთავაზობს. ის ხელს უწყობს თვითდაკვირვებასა და ღრმა დიალოგს, რომელიც მიზნად როგორც მისი, ისე აუდიტორიის ნერვული კავშირების გარდაქმნას ისახავს, შინაგანი რეფლექსიისა და არახელსაყრელი ფაქტორების დაძლევის პოტენციალს იკვლევს. ბაქოს ხელოვნების სცენაზე სწრაფად მზარდი ხელოვანის სტუდია მალევე იქცა ხელოვნების მოყვარულთა თავშესაფრად. ელნარას იდუმალებით მოცულმა, ხელოვნებისადმი მხიარულმა და სულიერებით გამსჭვალულმა მიდგომამ საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მსოფლიო დონეზე მისი აღმავლობის ტრაექტორიაც განსაზღვრა. თანამედროვე ხელოვნების მუდმივად განვითარებად სფეროში ელნარა იმ შუქურას მოგვაგონებს, რომელიც აღქმებს ფორმას უცვლის და ტრადიციულ მიდგომებს ეწინააღმდეგება.

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი:

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისში (MOMA) რუსთაველის გამზირის 27-ში მდებარე პრესტიჟულ შენობაში 2012 წელს დაარსდა და თანამედროვე შემოქმედების სიმბოლოს წარმოადგენს. ოდესღაც პატივცემული თბილისის კადეტთა კორპუსის ისტორიულ შენობაში მდებარე მუზეუმმა წლების მანძილზე სხვადასხვა ტრანსფორმაცია განიცადა, 2005 წელს კი ცნობილმა ხელოვანმა ზურაბ წერეთელმა შენობის აღდგენისა და მისი მსოფლიო დონის სამუზეუმო სივრცედ გადაქცევის სურვილი გამოთქვა. ისტორიისა და თანამედროვეობის ეს სინთეზი რომელიც არქიტექტორმა გივი მეტრეველმა ბრწყინვალედ განახორციელა, ინოვაციური არქიტექტურის იმ შესაძლებლობებს აჩენს, რომლებიც ევროპულ ტრადიციებს თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს. სამ სართულზე განლაგებული მუზეუმი არა მხოლოდ ზურაბ წერეთლის მონუმენტური კომპოზიციების კოლექციით ამაყობს, არამედ სპეციალურ სივრცეს თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების საჩვენებლადაც იყენებს. MOMA თბილისი წარმოადგენს მხატვრული ევოლუციის განსახიერებას, რომელიც ქართული ხელოვნების მდიდარ ისტორიას საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფართო სამყაროსთან აკავშირებს.

ფარას პირიე:

ფარახ პირიე კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნების საერთაშორისო დონეზე აღიარებული კურატორია, რომელიც ტრანსნაციონალური დიალოგების ღრმა კვლევებითაა ცნობილი. თანამშრომლობის მოყვარულმა ფარახმა ცნობილ მსოფლიო დონის ხელოვანებთან მუშაობის პარალელურად ხელი შეუწყო ისტორიის, მიგრაციის, მეხსიერებისა და იდენტობის თემებზე არსებული დისკურსის გაღრმავებასა და თანამედროვე რეალობის ჩამოყალიბებაში მათი როლის გაცნობიერებას. პირიემ დააარსა პოდკასტი და კვლევითი სივრცე ZEITGEIST19, რომელიც ხელოვნებისა და მდგრადობის გზაგასაყარზე მდებარეობს. მისი გამჭრიახი კურატორული ხედვა განსაკუთრებით კარგად გამოიხატა ისეთ გამოფენებსა და პრესტიჟულ დარბაზებში განხორციელებულ პროექტებში როგორებიცაა გაეროს ოფისი ჟენევაში, ART Dubai, Saatchi-ს გალერეა, ხელოვნების სამეფო აკადემია, სოთბის აუქციონი ლონდონში, Gazelli Art House ლონდონში, YARAT – თანამედროვე ხელოვნების სივრცე, Sixty Six London, ლონდონის ოპერა, Alon Zakaim Fine Art, Louise Blouin Foundations Asia House London.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები