6-7 ოქტომბერს ექსპოჯორჯიაში გაიმართება განათლების გამოფენა, რომელიც ძალიან საინტერესო ოქნება აბიტურიენტებისთვის და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების მსურველთათვის.
გამოფენა მთლიანად ეძღვნება აბიტურიენტებს დავეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში და დავანახოთ ყველა შესაძლებლობა როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
მათ ადგილზე დახვდებათ ოთხი ძირითადი მიმართულება:
1.უნივერსტეტები და სასწავლებლები ( ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსტეტები)
2.სტიპენდიის გამცემი ორგანიზაციები
-ამერიკის საელჩო (საელჩოს წარმომადგენელი გაგვაცნობს ვიზის მიღების საკითხებს, დაფინანსების შესაძლებლობებს და რჩევებს მისცემს ინდივიდუალურად ყველა მოსწავლეს როგორ ჩააბარონ და მოიპოვონ ეს დაფინანსება)
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი- დაფინანსებების შესაძლებლობები ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის
-DAAD- გერმანიაში სწავლის შესაძლებლობებს გააცნობს ინდივიდუალურად ყველა დიანტერესებულს
- 3. შეხვედრების/პრეზენტაციებისძალიან საინტერესო სერიები რომელიც დაეხმარება აბიტურიენტს გადაწყვეტილების მიღებაში ( მეილის ბოლოს დავურთავ შეხვედრების დეტალურ განრიგს).
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება Marketer.ge-ს Talks-ების სერია სახელწოდებით, „აი, როგორ ვმუშაობ“, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის არჩევაში დაეხმაროს.
ღონისძიების სპიკერები შეეცდებიან, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკა გაუზიარონ და მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა შეუქმნან დამსწრე აუდიტორიას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.
- დასაქმების ფორუმი ასტუდენტებისათვის
ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შემოუერთდება და აბიტურიენტებს და სტუდენტებს ფინანსური განათლების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას
რაც შეეხება გამოსვლების სერიას, ის ორ ნაწილად იქნება გაყოფილი – 6 და 7 ოქტომბერს და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს როგორც ინდვიდუალური ინსპირაციული გამოსვლები ასევე პანელური დისკუსიები.ზუსტი დროები და დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე: https://educationexpo.ge/#program