"საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ოლიგოპოლიას, კორუფციას, გაუნათლებლობას და დაქსაქსულობას," - ამის შესახებ BRANDING.GE-ს დამფუძნებელმა ლევან კობერიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა, რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის და ძირითადი მიმართულებები გამოყო.
„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და კონკურენცია, ქვეყნის განვითარების ხედვა, კაპიტალის ბაზრის და განათლების რეფორმა", - განაცხადა მან.