Tesla-ს დამაარსებელი ელონ მასკი მსოფლიოში რიგით მეხუთე მილიარდერი გახდა, რომლის ქონებამაც ორშაბათის ვაჭრობის შედეგად $100 მილიარდს გადააჭარბა. Forbes-ის მონაცემებით, მასკის ქონება ახლა $100.7 მილიარდს მოიცავს. ეს Tesla-ს აქციების 10.3%-იანმა ზრდამ განაპირობა, რის შედეგადაც პარასკევის შემდეგ მასკის ქონება $8.2 მილიარდით გაიზარდა.
ელონ მასკი ახლა მსოფლიოში რიგით მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანია.
ცნობისთვის, მისი ქონება მარტის შუა რიცხვების შემდეგ გაოთხმაგდა. მაშინ ის მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში 31-ე ადგილზე იყო $24.6 მილიარდით.
ელონ მასკი $454 მილიარდის ღირებულების კომპანია Tesla-ს 21%-იანი წილის მფლობელია.