მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელვის პრესლის ავტომობილი აუქციონზე 40 ათას დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის მანქანა

“მეკუმის” სააუქციონო სახლმა გასაყიდად კიდევ ერთი ლოტი გამოიტანა. საუბარია როკ ენ როლის მეფის, ელვის პრესლის კუთვნილ 1967 წლის “კადილაკ ელდორადოზე”, რომელიც ელვისის ქარიზმატულობასთან იდეალურადაა შეხამებული.

მას გააჩნია თეთრი შეფერილობა, V8 ძრავა და სალონი, რომელიც წითელი ტყავისგან არის დამზადებული. დახვეწილი ხაზებით და თამამი დიზაინით, “ელდორადო” არის 1960-იანი წლების საავტომობილო კულტურის სიმბოლო და ელვისის სტატუსს მუსიკის ინდუსტრიაში ხაზს უსვამს.

“მეკუმის” სააუქციონო სახლმა ახლახან კლასიკური მანქანების აუქციონი გამართა, სადაც აღნიშნული ავტომობილი ყველასათვის მოულოდნელად მხოლოდ 40 ათას დოლარად გაიყიდა. “მეკუმის” თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ კლასიკური მანქანა თავისი იდენტობიდან გამომდინარე და რაც მთავარია, ელვისთან კავშირისთვის მინიმუმ რამდენიმე ასეულ ათასს მოიზიდავდა, თუმცა რეალობა ბევრად შემცირებული აღმოჩნდა.

ცნობისთვის, რომ ამის მიზეზად სახელდება ავტომობილის გაუმართაობა, რაც ბევრისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა და ამავდროულად ლოტის ავთენტიკურობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაკლებობა, რამაც მსურველებს მანქანის პრესლისთან კავშირთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები